დიბალასთვის ევროპის ორი უმდიდრესი კლუბი იბრძოლებს
Aa
Aa

დიბალასთვის ევროპის ორი უმდიდრესი კლუბი იბრძოლებს

Mirror-ის ინფორმაციით, "პსჟ" 2018 წლის ზაფხულში პაულო დიბალას შეძენას შეეცდება.

პარიზელებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ბარიერის დაძლევა მოუწევთ, რომლებსაც დიბალას შეძენის დიდი სურვილი აქვთ.

არგენტინელი ფეხბურთელის ტურინიდან აბარგებას უკვე ბევრი გავლენიანი გამოცემა აანონსებს.

დიბალათი მადრიდის "რეალიც" ინტერესდებოდა, თუმცა მოლაპრაკებები დასაწყისშივე ჩაიშალა.

ზაფხულში დიბალასთვის "პსჟ" და "იუნაიტედი" შეერკინებიან, რაც ნამდვილად თვალსასეირო სანახაობა იქნება, რადგან ორივე კლუბს განუსაზღვრელი ფინანსური შესაძლებლობები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები