Aa
Aa

"ლივერპული" კოუტინიოს შემცვლელს ეძებს

Premiuim Sport-ის ინფორმაციით, "ლივერპული" ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს.

ფელიპე კოუტინიოს წასვლის შემდეგ, "მერსისაიდელების" დატოვებასთან ახლოს ემრე ჩანია, რომელიც მალე "იუვენტუსის" მოთამაშე გახდება.

იურგენ კლოპს "რომას" ჰოლანდიელი შუახაზელი კევინ სტროოტმანი ძალიან მოსწონს და მის გაფორმებას ამ ზამთარს გეგმავს.

27 წლის სტროოტმანი რომაელთა ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა და შუა სეზონში მისი ტრანსფერზე დაყენება "რომას" ნამდვილად არ აწყობს.

ამ დღეებში კი გავრცელდ აინფორმაცია, რომ "ლივერპული" "ლაიპციგიდან" ნაბი კეიტას ნაადრევად გაიფორმებდა.

როგორც ცნობილია, "წითლებმა" კეიტა ზაფხულში შეიძინეს და ერთი სეზონით გერმანიაში დატოვეს, თუმცა "ლაიპციგი" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, "ლივერპულმა" კი კოუტინიო გაყიდა, აქედან გამომდინარე კლოპს ნახევარმცველი სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები