პელეგრინი: ტურეს დაბრუნებით მოხარული ვარ
Aa
Aa

პელეგრინი: ტურეს დაბრუნებით მოხარული ვარ

მანუელ პელეგრინიმ „მანჩესტერ სიტის“ და „ვესტ ბრომვიჩის“ შეხვედრაზე კომენტარი გაკეთა, სადაც მისმა გუნდა მოწინააღმდეგეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ორი ბურთი  იაია ტურეს ანგარიშზეა, რომელსაც ხანგრძლივი ტრავმის გამო უამრავი დრო გაუცდა. გუნდის მთავრი მწვრთნელი, ტურეს დაბრუნებას მიესალმა და მის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.

„კარგია, რომ ასე წარმატებით დავიწყეთ სეზონი და გავიმარჯვეთ პირველივე შეხვედრაში. სასიამოვნოა, როდესაც შენი გუნდი რამდენიმე ბურთს იტანს. სამწუხაროა, რომ ამის გაკეთება სტერლინგმა ვერ მოახერხა. მას ორი მომენტი ჰქონდა. კარგია ასევე ის, რომ გოლი არ გაუშვით. მოხარული ვარ, რომ იაია ტურე თამაშს ეფექტურად დაუბრუნდა და ორი გოლი გაიტანა“ - განაცხადა პელეგრინიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები