„ვესტ ჰემი“ ჩიჩარიტოს შეძენას ცდილობს
Aa
Aa

„ვესტ ჰემი“ ჩიჩარიტოს შეძენას ცდილობს

„ვესტ ჰემს“ თავდასხმის ხაზის გაძლიერება „მანჩესტერ იუნაიტედის“ მექსიკელი ფორვარდის, ხავიერ ერნანდესის დამატებით სურს.

„Sky Sports“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელობა მზადაა, მანჩესტერელებს ხავიერ ერნანდესის სანაცვლოდ 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს. გუნდის მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი ამ ფეხბურთელს ენერ ვალენსიას შემცვლელად განიხილავს, რომელსაც სერიოზული დაზიანება აქვს და მინდორზე გასვლას დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

ჩიჩარიტოსთვის ბრძოლაში „ვესტ ჰემის“ მთავარ კონკურენტად „ტოტენჰემი“ ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები