ვენგერს არტეტა შეცვლის?
Aa
Aa

ვენგერს არტეტა შეცვლის?

The Daily Mirror-ის ცნობით, ლონდონის „არსენალი“ არსენ ვენგერის დათხოვნას გეგმავს და მის ნაცვლად გუნდს მიკელ არტეტა ჩაიბარებს.

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც კარიერის ბოლოს „მეთოფეების“ ღირსებას იცავდა, ამჟამად „მანჩესტერ სიტიში“ პეპ გვარდიოლას თანაშემწედ მუშაობს.

ინგლისის თასზე „ნოტინგემ ფორესტთან“ დამარცხება და გამოვარდნა როგორც ჩანს, ხელმძღვანელობისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

ბრიტანული პრესა არტეტას „არსენალში“ დანიშვნის შესახებ უკვე მეორედ წერს და საქმე სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები