Sky Sports:
Aa
Aa

Sky Sports: "რეალს" კურტუასა და აზარის შეძენა ერთად სურს

Sky Sports-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალს“ ლონდონის „ჩელსის“ ორი მოთამაშის დამატება სურს. საუბარია ედენ აზარსა და ტიბო კურტუაზე.

ბელგიელ შემტევს „არისტოკრატებთან“ ხელშეკრულება 2020 წელს უმთავრდება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს. „ჩელსის“ ორ ახალ წინადადებაზე აზარმა უარი განაცხადა და ყველას მიანიშნა, რომ მას „რეალში“ თამაში სურს.

რაც შეეხება კურტუას, მისი წასვლის შესახებ ინფორმაცია ადრეც გავრცელდა. სამეფო კლუბი კეილორ ნავასის თამაშით უკმაყოფილოა და სეზონის ბოლოს მისი წასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

აღსანიშნავია, რომ აზარის შეძენის შემთხვევაში, ჰარი კეინის მადრიდში გადასვლის შანსები საგრძნობლად შემცირდება.

„რეალს“ მოლაპრაკებების დაწყება ზამთარშივე სურს, თუმცა რამდენად დათანხმდება ამას „ჩელსი“, ეს რთული სათქმელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები