ლუკას მოურა
Aa
Aa

ლუკას მოურა "მანჩესტერში" გადადის?

Daily Star-ის ინფორმაციით, იანვარში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი სამიზნე „პსჟ“-ს ბრაზილიელი გარემარბი ლუკას მოურაა.

მოურას გუნდიდან წასვლა უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი აქვს, რადგან მას ნეიმაირი-მბაპე-კავანის თამაშის ფონზე ძირითადში მოხვედრის არანაირი შანსი არ აქვს.

„იუნაიტედი“ მარჯვენა ფლანგზე შემტევი ნახევარმცველის შეძენას პრიორიტეტად მიიჩნევს.

ჟოზე მოურინიომ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ გუნდს ფლანგის შემტევები სჭირდება და სატრანსფერო ბაზარზე „წითელმა ეშმაკებმა“ სწორედ გარემარბი უნდა შეიძინონ.

25 წლის ლუკას მოურა „პსჟ“-ს ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 229 შეხვედრაში 46 გოლი და 50 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები