Aa
Aa

"იუვენტუსს" იოზილის ზამთარში შეძენა სურს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მესუთ იოზილი შესაძლოა ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდეს.

როგორც ცნობილი იყო, გერმანელი შემტევის შეძენის მთავარი კანდიდატი „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო, რომელიც ფეხბურთელის დამატებას 40 მილიონად გეგმავდა.

ბოლო ინფორმაციით, საქმეში „ბებერი ქალბატონი“ ჩაერთო და მოლაპარაკებების დაწყება უახლოეს დღეებში იგეგმება.

იოზილს „არსენალთან“ ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება. „მეთოფეების“ ინტერესში შედის, რომ ფეხბურთელი იანვარში გაყიდოს, რადგან მისგან სარგებელი ნახოს.

ბრიტანული პრესა ამ კვირაში სანჩესისა და იოზილის ტრანსფერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას ვარაუდობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები