ზღაპრული ხელფასი
Aa
Aa

ზღაპრული ხელფასი "მანჩესტერისგან" - გრიზმანი "ბარსაზე" უარს ამბობს?

Sun-ის ინფორმაციით, ანტუან გრიზმანი სეზონის ბოლოს მადრიდის „ატლეტიკოს“ დასატოვებლად ემზადება.

ყველასათვის ცნობილია, რომ ფრანგი შემტევის გადაბირებით „ბარსელონა“ ინტერესდება, თუმცა როგორც წყარო ამტკიცებს, გრიზმანისთვის ბრძოლას „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუბრუნდა.

რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ „იუნაიტედი“ ფორვარდის დამატებას სამომავლოდ არ გეგმავდა, თუმცა როგორც ჩანს მოურინიომ ინტერესი განაახლა.

გავრცელებული ინფორმაციით, გრიზმანს ანაზღაურების სახით კვირაში 400 ათასი ფუნტი სურს და ასეთ შემთხევაში მზადაა „ბარსას“ უარი უთხრას და „იუნაიტედთან“ მოლაპარაკებები დაიწყოს.

თავის მხრივ Express-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გრიზმანის წარმომადგენლები „ბლაუგრანასთან“ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და შეთანხმების მიღწევასთან საკმაოდ ახლოს არიან.

„მანჩესტერი“, თუ „ბარსელონა“? ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება, თუმცა არ არის გამორიცხული, ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი გაცილებით ადრეც დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები