დეულოფეუ -
Aa
Aa

დეულოფეუ - "მილანი", თუ "ინტერი"?

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟერარდ დეულოფეუ მილანის "ინტერს" უახლოვდება.

"ნერაძურის" ესპანელი შემტევის იჯარის წესით აყვანა სურს, თავად "ბარსას" კი ფეხბურთელის 20 მილიონად გაყიდვას გეგმავს.

როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეულოფეუმ "მილანში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება, თუ სად გააგრძელებს კარიერას 23 წლის გარემარბი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები