მეტრეველმა სტამბოლის ტურნირი მოიგო
Aa
Aa

მეტრეველმა სტამბოლის ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღალ დონეზე ირჯება, მორიგი საერთაშორისო ტურნირი მოიგო. მეტრეველი სტამბოლის 10-ათასიან ტურნირზე ასპარეზობდა და 5 მატჩში ისე იმარჯვა, რომ მხოლოდ 1 სეტი დათმო.

ალექსანდრემ ასეთი გზა განვლო: 6:2, 6:4 – თურქ ალპ სენტაისთან, 6:1, 6:1 – იტალიელ ნიკოლო აპოსტოლიკოსთან, 6:1, 6:0 – მე-7 ნომრად განთესილ ირლანდიელ დენიელ გლენსისთან, 3:6, 7:6 (7:2), 6:1 ავსტრალიელ ბრედლი მუსლისთან და 6:2, 5:2 – ესპანელ ხორდი ვივესთან. ფინალში პირენეელმა ჩოგბურთელმა თამაშის გაგრძელებაზე უარი მაშინ განაცხადა, როდესაც მეტრეველს გამარჯვებამდე 1 გეიმიღა აშორებდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს რეიტინგში 449-ე ადგილი უკავია, თურქეთში მოპოვებული წარმატება კი მორიგი წინსვლის გარანტიაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები