Aa
Aa

"ბარსელონა" გამოირიცხა - იოზილი "მანჩესტერს" უახლოვდება

The Mirror-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" იანვარში მესუთ იოზილის დამატებას შეეცდება.

"წითელი ეშმაკები" ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

სეზონის ბოლოს გერმანელი შემტევი თავისუფალი აგენტი ხდება და "არსენალი" მის გაყიდვას სწორედ ამ ზამთარს გეგმავს.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, იოზილის მთავარი მსურველი "ბარსელონა" იყო, თუმცა კოუტინიოს შეძენის შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბარსამ" კიდევ ერთი ნახევარმცველი დაიმატოს.

ჟოზე მოურინიოს იოზილის შეძენა უკვე დიდი ხანია სურს და პორტუგალიელს მიზნის მიღწევის ყველაზე კარგი შანსი სწორედ ახლა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები