პასუხი
Aa
Aa

პასუხი "რეალსა" და "მანჩესტერს" - "ტოტენჰემმა" კეინს ფასი დაადო

ლონდონის "ტოტენჰემმა" ჰარი კეინს საბოლოო ფასი დაადო და ის 300 მილიონი ევროა.

"დეზებმა" ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგეს, რაც კეინით მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდნენ.

პოჩეტინოს თავისი გუნდის ლიდერის დათმობა არ სურს და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს.

"რეალი" და "იუნაიტედი" ლონდონელებთან მოლაპარაკებებს სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყებენ.

"დეზებს" კეინის დარწმუნება ძალიან გაუჭირდებათ. ეს განსაკუთრებით რთული იმ შემთხვევაში იქნება, თუ წლევანდელ სეზონში "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ოთხეულს მიღმა დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები