კონტე:
Aa
Aa

კონტე: "ჟოზე ყოველთვის კაცუნა იყო"

ანტონიო კონტესა და ჟოზე მოურინიოს შორის დაპირსპირება გრძელდება.

როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა კონტეს კლოუნი უწოდა, რაზეც იტალიელმა შემდეგი უპასუხა: "ასეთი რამის თქმა, მხოლოდ პატარა კაცს შეუძლია. ჟოზე ყოველთვის კაცუნა იყო და მომავალშიც ასე იქნება".

მოურინიომ კონტეს 2012-2013 წლების სეზონი შეახსენა, როცა იტალიელს მატჩების ჩაწყობაში ბრალი დასდეს. "შეცდომები მეც მქონდა, მაგრამ ასეთი რამ არასდროს მომსვლია და ეს არც მომავალში მოხდება", განაცხადა ჟოზემ.

კონტემ პასუხი არც ამ შემთხვევაში დააგვიანა: "საბოლოოდ სასამართლომ მე უდანაშაულოდ მცნო. ასეთი ბრალდება პირველად არ მესმის, მაგრამ ვინც ჩემი ისტორია იცის და იმ ამბავს მაინც ახსენებს, ის უბრალოდ პატარა კაცია. დიახ, ჟოზე ყოველთვის ასეთი იყო. მისი ისტორია კარგად ვიცი".

პრემიერლიგის ორ ყველაზე ემოციურ სპეციალისტს შორის დაპირსპირება გრძელდება და ბრიტანული პრესა "შემდეგ სერიას" მოუთმენლად ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები