Aa
Aa

"ჩელსის" დავიდ ლუიზის განათხოვრება უნდა - ბრაზილიელს ორი გრანდი ეპატიჟება

Express-ის ცნობით, "ჩელსი" დავიდ ლუიზის არენდით გაშვებას გეგმავს.

ბრაზილიელ მცველს ანტონიო კონტესთან ურთიერთობა დაეძაბა და იტალიელი მას საერთოდ აღარ ათამაშებს.

"არისტოკრატთა" გეგმებში ლუიზის გაყიდვა არ შედის, რადგან  შესაძლოა სეზონის ბოლოს გუნდი თავად კონტეს დაატოვებინონ და არავინ იცის, თუ რა მოსაზრება ექნება ახალ მწვრთნელს ბრაზილიელ მცველთან დაკავშირებით.

წყაროს ინფორმაციით, ლუიზისთვის ორი ევროგრანდი იბრძვის - მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსი".

მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში ინფორმაციის დაზუსტებას ელოდებიან.

არ არის გამორიცხული, რომ დავიდ ლუიზმა "ჩელსისთან" ხელშეკრულება გაწყვიტოს და განათხოვრებაზე უარი თქვას. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი წინადადებით მიმართავენ ლონდონელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები