ჩავი რიბერის ყატარში ეპატიჟება:
Aa
Aa

ჩავი რიბერის ყატარში ეპატიჟება: "ეს შესანიშნავი სიახლე იქნებოდა"

34 წლის ვეტერან ფრანგ შემტევს ფრანკ რიბერის, მიუნხენის "ბაიერნთან" ამჟამინდელი კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.

რიბერის რჩევა მისცა "ბარსელონას" ლეგენდარულმა კაპიტანმა ჩავი ერნანდესმა, რომელმაც ფრანგს კარიერის ყატარში გაგრძელება შესთავაზა.

"ეს შესანიშნავი სიახლე იქნებოდა. ყატარში ცხოვრება უმაღლეს დონეზეა. აქაურ გულშემატკივრებს რიბერის ტრანსფერი ძალიან გაუხარდებოდათ. დიახ, აქ ფეხბურთი ევროპის დონეზე არ არის, მაგრამ რიბერისთვის ეს მაინც შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა. ის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ გამორჩეული მოთამაშეა".

შეგახსენებთ, რომ რიბერი "ბაიერნის" ღირსებას 2007 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 367 შეხვედრაში 112 გოლი და 174 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები