Aa
Aa

"სიტი", თუ "რეალი"?

Daily Mail-ის ინფორმაციით, ალექსის სანჩესი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ახლოსაა. ხოლო Express-ი წერს, რომ ჩილელი შემტევის შეძენის ყველაზე კარგი შანსი მადრიდის "რეალს" აქვს.

როგორც ცნობილია, სანჩესს "არსენალთან" არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და ის თავისუფალი აგენტი ხდება. ვენგერს რა თქმა უნდა, მისი იანვარში გაყიდვა სურს.

თავად ჩილელ ფეხბურთელს სურს, რომ თებერვლიდან ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს. სანჩესის აგენტი შემოთავაზებებს აქტიურად განიხილავს და სულ მალე ოფიციალურად დადასტურდება, თუ სად გააგრძელებს ის კარიერას.

წლევანდელ სეზონში ალექსისმა ყველა ტურნირის ჩათვლით 21 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 8 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები