Aa
Aa

"ჩელსი" და "ლივერპული" მაჰრეზისთვის იბრძოლებენ

The Sun-ის ინფორმაციით, როს ბარკლის შეძენის შემდეგ, ლონდონის "ჩელსი" რიად მაჰრეზის დამატებასაც გეგმავს.

როგორც წინა კვირაში გახდა ცნობილი, ალჟირელი შემტევით ყველაზე მეტად "რომა" იყო დაინტერესებული, თუმცა იტალიელებს "ჩელსის" სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ.

"არისტოკრატებს" ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალში "ბარსელონა" შეხვდათ და ანტონიო კონტე კენჭისყრის დღიდანვე შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობს.

რიად მაჰრეზს წელს ჩემპიონთა ლიგაზე არ უთამაშია და აქედან გამომდინარე, ლონდონელთა გეგმებს ის 100%-ით ერგება.

The Indepndent-ი იმასაც წერს, რომ ალჟირელი გარემარბისთვის ბრძოლაში "ლივერპულიც" ჩაერთვება, რადგან "მერსისაიდელთა" რიგებს სულ მალე ფელიპე კოუტინიო დატოვებს.

თავად მაჰრეზი "ლესტერში" დარჩენას აღარ აპირებს და მზადაა წინადადებები ზამთარშივე განიხილოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები