აზარის მეორე უარი
Aa
Aa

აზარის მეორე უარი "ჩელსის" - ბელგიელი "რეალს" უახლოვდება

RMC Sport-ის ინფორმაციით, ედენ აზარმა "ჩელსის" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი მეორედ უთხრა.

ლონდონელებმა ბელგიელი შემტევის კლუბში დარჩენის მიზნით, მის აგენტს მორიგი წინადადება გაუკეთეს, თუმცა აზარს "რეალში" გადასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მან "არისტოკრატებს" უარი ზედიზედ მეორედ უთხრა.

აზარის დამატება თავად ზინედინ ზიდანს სურს და რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი არც ფლორენტინო პერესია.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარს "ჩელსისთან" არსებული კონტრაქტის ვადა 2020 წელს ეწურება და როგორც ჩანს, ის აღარ გახანგრძლივდება.

აზარის მადრიდის "რეალში" გადასვლა 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ-ერთი ყველაზე პროგნოზირებადია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები