ბენზემა ტრავმირებულია
Aa
Aa

ბენზემა ტრავმირებულია

მადრიდის "რეალმა" პეპეს შემდეგ ფრანგი თავდამსხმელი კარიმ ბენზემაც დაკარგა, თუმცა პორტუგალიელისგან განსხვავებით კარიმს უფრო სერიოზული პრობლემა აქვს.

როგორც ესპანური გამოცემა „Marca“ იტყობინება, ბენზემას ბარძაყის ტრავმა მოსალოდნელზე გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ფრანგი თავდამსხმელი ვარჯიშებს აგვისტოს ბოლოს განაახლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამოცდილი ცენტრფორვარდი გამოტოვებს ლა ლიგის“ პირველ ორ ტურს, რაც რაფა ბენიტესისთვის საკმაოდ უსიამოვნო ფაქტია. ბენზემას ერთადერთი ალტერნატივა ხესე როდრიგესია.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემამ ტრავმამილანთანამხანაგური მატჩის დროს მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები