Aa
Aa

"ჩელსი" სეზონის დასრულების შემდეგ კონტეს გაუშვებს და სიმეონეს გადმობირებას შეეცდება

The Times-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსი“ სეზონის დასრულების შემდეგ ანტონიო კონტეს დათხოვნას გეგმავს და მის ნაცვლად დიეგო სიმეონეს მიწვევა სურს.

გასული სეზონის შემდეგ, „ჩელსიმ“ ის მუხტი დაკარგა რომლითაც მათ ჩემპიონობა იზეიმეს. იტალიელ სპეციალისტს კი რამდენიმე მოთამაშესთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

თავის მხრივ, „ატლეტიკო“ სიმეონესთან განშორებას არ გეგმავს. „ჩოლოს“ „როხიბლანკოსთან“ ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მის გეგმებში ნაადრევად წასვლა არ შედის.

ვნახოთ, თუ რა შეთავაზებას გააკეთებს რომან აბრამოვიჩი, რომელიც ზაფხულში გუნდის რეორგანიზაციას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები