Aa
Aa

"სიტი" ზამთარში ინიგო მარტინესის შეძენას გეგმავს

Manchester Evening News-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ „რეალ სოსიედადის“ ბასკი ცენტრალური მცველის ინიგო მარტინესის დამატება სურს.

„ქალაქელთა“ ესპანელი თავკაცი პეპ გვარდიოლა დაცვის ხშირი ტრავმიანობით უკმაყოფილოა და მის გაძლიერებას გეგმავს.

ვირჯილ ვან დიიკის „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ, „სიტის“ ნომერ პირველი სამიზნე სწორედ მარტინესი გახდა.

გვარდიოლა იანვარში 2 ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. „ქალაქელებს“ 50 მილიონ ფუნტად ალექსის სანჩესის დამატება სურთ, 28 მილიონად კი მარტინესის.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ცენტრალურ მცველ ზაფხულში „ბარსელონა“ ეპატიჟებოდა, თუმცა გარიგება მოულოდნელად ჩაიშალა.

ინიგო მარტინესი „სოსიედადის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 237 შეხვედრაში 17 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები