გამოკითხვა დაიწყო! 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი: როგორ მივცეთ ხმა ლაშა ტალახაძეს?
Aa
Aa

გამოკითხვა დაიწყო! 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი: როგორ მივცეთ ხმა ლაშა ტალახაძეს?

2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანის გამოსავლენად ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო.

ძალოსნობის საერთაშორის ფედერაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე ხმის მიცემა უკვე შესაძლებელია.

გამოკითხვაში რა თქმა უნდა, მონაწილეობას მიიღებს ქართველი მსოფლიოსა (2-ჯერ) და ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე.

როგორ უნდა მივცეთ ტალახაძეს ხმა? ამისათვის გაეცანით ქვემოთ მოცემულ წესებს:

1 - გადადით მოცემულ ბმულზე http://www.iwf.net/best-lifters-2017/ .

2 - ნომინანტთა შორის უნდა მონიშნოთ ტალახაძე და ასევე უნდა მისცეტ ხმა ნებისმიერ ქალ ძალოსანსაც (ეს აუცილებელია).

3 - მითითებულ გრაფაში უთითებთ თქვენს სახელს, რომელი ქვეყნიდან ხართ და პლიუს ელექტრონული ფოსტის მისამართს.

4 - კოდის ველში შეგყავთ ციფრების კომბინაცია, რომელიც მითითებულია.

შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

ცხელი ამბები