დე ვრაი
Aa
Aa

დე ვრაი "ბარსელონას" ელოდება

რომის „ლაციოს“ ჰოლანდიელი მცველი შტეფან დე ვრაი „ინტერისთვის“ პასუხის გაცემას არ ჩქარობს და „ბარსელონას“ შეთავაზებას ელოდება.

აღნიშნულ ინფორმაციას football-italia ავრცელებს და ამბობს, რომ მილანელებს კონტრაქტი და სატრანსფერო თანხა უკვე გამზადებული აქვთ.

დე ვრაის „ინტერში“ ზამთარშივე გაშვება თავად „ლაციოსაც“ უნდა, რადგან ამ შემთხვევაში ფულად სარგებელს ნახავს.

აი რაც შეეხება „ბარსას“ ვარიანტს, იგი ჰოლანდიელი მცველის შეძენას ზაფხულში უფასოდ არჩევს.

კატალონიელებს დე ვრაის წარმომადგენლებთან კარგი დამოკიდებულება აქვთ და მოლაპარაკებების მათ სასარგებლოდ დასრულება დიდი პრობლემა არ იქნება.

25 წლის ჰოლანდიელ მცველსა და „ბარსას“ უკანახაზელ ტომას ვერმაელენს ერთი აგენტი ჰყავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები