კალინიჩმა ჩინური შეთავაზებები დაბლოკა
Aa
Aa

კალინიჩმა ჩინური შეთავაზებები დაბლოკა

Corriere della Sera-ს ცნობით, ნიკოლა კალინიჩი ჩინეთის სუპერ ლიგაში გადასვლაზე უარს აცხადებს.

ხორვატი თავდამსხმელი „მილანში“ დარჩენას სულ მცირე ივნისამდე გეგმავს და მანამდ არცერთი სხვა კლუბის წინადადების მოსმენა არ უნდა.

როგორც იწერება, 29 წლის თავდამსხმელმა რამდენიმე სატრანსფერო შეთავაზება უკვე დაბლოკა.

საგულისხმოა, რომ კალინიჩი მიმდინარე სეზონში „მილანის“ გულშემატკივრების ერთ-ერთი მთავარია ანტიპათიაა.

„როსონერიმ“ ტანმაღალი ფორვარდი „ფიორენტინასგან“ გასულ ზაფხულს იჯარით აიყვანა, მიმდინარე წლის ივლისში კი მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები