Aa
Aa

"სიტი" უმტიტის სანაცვლოდ 60 მილიონს გამოდის

ფრანგული L’Equipe-ს ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“, „ბარსელონას“ ცენტრალურ მცველ სამუელ უმტიტის შეძენა სურს.

24 წლის უკანახაზელის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, რომლის გადასახდელადაც ინგლისელები მზადყოფნას გამოთქვამენ.

თავის მხრივ, „ბარსა“, თავისი დაცვის ერთ-ერთი ლიდერის შესანარჩუნებლად, მისთვის გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.

უმტიტის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულში გასდის.

იგი „ნოუ კამპზე“ 2016 წელს ფრანგული „ლიონიდან“ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ მივიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები