ნაინგოლანმა ბოდიში მოიხადა
Aa
Aa

ნაინგოლანმა ბოდიში მოიხადა

იტალიური "რომას" ლიდერ რაჯა ნაინგოლანს, საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია.

საქმე ისაა, რომ ბელგიელმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ატვირთა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ სვამს და ეწევა სიგარეტს "ჯალოროსის" ვარსკვლავი.

მოგვიანებით მან აღნიშნული ვიდეო წაშალა და ბოდიშიც მოიხადა.

"ვწუხვარ, იმისთვის, რაც მოხდა. ყველამ იცის, რომ მეგობრებთან ერთად გართობა და ახალი წლის აღნიშვნა მიყვარს, თუმცა გუშინ ზედმეტი მომივიდა.

მინდა ბოდიში მოვიხადო ცუდი საქციელისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ გულშემატკივარი ამ ყველაფერში მხოლოდ ნეგატივს არ დაინახავს, მე უბრალოდ დღესასწაულს ვზეიმობდი". 

ნაინგოლანი ვეტერანმა იტალიელმა ფორვარდმა დარიო ჰუბნერმა დაიცვა. ჰუბნერი 2000-01 წლების სეზონში, როცა "პიაჩენცას" რიგებში თამაშობდა, 24 გოლით, დავიდ ტრეზეგესთან ერთად, სერია A-ს საუკეთესო მეგოლე გახდა. ის მაშინ 33 წლისა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები