ბუფონი:
Aa
Aa

ბუფონი: "მასთან მივედი და ვკითხე რატომ მიდიოდა, მან კი მიპასუხა, რომ"...

ჯანლუიჯი ბუფონმა "იუვენტუსიდან" ლეონარდო ბონუჩის წასვლაზე ისაუბრა.

"ლეო ძმასავით მიყვარს. მას როგორც ადამიანს ჯანსაღი და ფასეული ღირებულებები გააჩნია, როგორც ფეხბურთელი კი ბრწყინვალეა.

ჩვენს გუნდში შექმნილი ატმოსფერო მისთვის იდეალური იყო და ვწუხვარ, რომ ის წავიდა. ერთი შეხედვით ეს იმპულსურ გადაწყვეტილებას ჰგავდა.

ეს კითხვა მეც მქონდა და იმ პერიოდში მასთან მივედი და წასვლის მიზეზი ვკითხე, მან კი მიპასუხა, რომ გადაწყვეტილება ემციურ ფონზე არ მიუღია და ეს გააზრებული ნაბიჯი იყო.

იგი გამოწვევებით ცხოვრობს, სჭირდებოდა ახალი და ძლიერი გამოწვევა.

მას პატივს ვცემ, თუმცა ვწუხვარ და ვიცი, რომ ისიც წუხს"... 

ამის შემდეგ ლეგენდარულმა მეკარემ თავის ნაკრების თანაგუნდელ ჯანლუიჯი დონარუმას შესახებაც გააკეთა კომენტარი.

"მე მის მდგომარეობაში არ ვყოფილვარ, თუმცა ერთი ფაქტია, რომ "იუვენტუსში" გადასვლა შეცდომა არცერთ შემთხვევაში და არასდროს არაა.

ნამდვილად არ ვიცი, მას ემოციურად "მილანთან" როგორი კავშირი აქვს და რამდენად რთული იქნება მისთვის ამ გუნდიდან წამოსვლა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები