დიეგო კოშტა და ვიტოლო
Aa
Aa

დიეგო კოშტა და ვიტოლო "ატლეტიკოს" განაცხადში შეიყვანეს

მადრიდის "ატლეტიკოს" ახალწვეულები - დიეგო კოშტა და ვიტოლო, ესპანეთის თასზე, კლუბის განაცხადში მოხვდნენ.

"როხიბლანკოს" 1-ელ იანვრამდე ახალ ფეხბურთელთა დარეგისტრირება ეკრძალებოდა, რის გამოც კოშტა მხოლოდ ვარჯიშით შემოიფარგლებოდა, ხოლო ვიტოლო "ლას პალმასში" გახლდათ განათხოვრებული.

დიეგო სიმეონეს გუნდი, დღეს ესპანეთის თასის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, სტუმრად, მე-3 ლიგის წარმამადგენელ "ლეიდას" შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები