გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "სადღესასწაულო დღეებში თამაში ფეხბურთელების მტერია"

პრემიერ ლიგის ლიდერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პრესასთან გადატვირთულ კალენდარზე დაიწუწუნა და აღნიშნა, რომ სადღესასწაულო დღეებში თამაში ფეხბურთელებს სერიოზულ ზიანს აყენებს.

"ვიცი, რომ ინგლისში თამაში ასეთ დღეებშიც გრძელდება, თუმცა ეს ბიჭებისთვის ნორმალური არაა.

ჩვენ ფეხბურთელების მოკვლას ვგეგმავთ, რადგან 11 თვე გადაბმულად ასეთ რეჟიმში ყოფნა კარგს არაფერს მოგვცემს.

ვფიქრობ, მოთამაშეებსა და მათ საფეხბურთო ოსტატობას მოფრთხილება სჭირდება. ბუნებრივია, რომ ისინი ასეთ სათამაშო გრაფიკში გამოიფიტებიან და ხარისხის კუთხითაც მოუკლებენ. მაღალჩინოსნებმა ამაზე აუცილებლად უნდა იფიქრონ

უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ 48 საათში ძალების აღდგენა მოახერხო - ეს არაა კალათბურთო ან ჩოგბურთი, რომ ყოველდღე ითამაშო.

ტრადიცია გასაგებია, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ ფეხბურთელები ოსტატები არიან და მათ უნდა მოვუფრთხილდეთ.

კაილ უოკერი ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაშია და მას არანაირი პრობლემა არ აქვს, თუმცა ის გამონაკლისია, რადგან ახლა ჩვენი გუნდის ბევრ ფეხბურთელს კუნთების პრობლემები აქვს". - განაცხადა "უოტფორდთან" მატჩის შემდეგ გუარდიოლამ.

აღნიშნული შეხვედრა "ქალაქელებმა" 3:1 მოიგეს და პრემიერ ლიგას 15 ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები