ბასილაშვილი დოჰას ტურნირის 1/8 ფინალში ჩორიჩს შეხვდება
Aa
Aa

ბასილაშვილი დოჰას ტურნირის 1/8 ფინალში ჩორიჩს შეხვდება

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წელი წარმატებით გახსნა.

ჩვენებური დოჰას ტურნირის ერთეულთა და წყვილთა თანრიგში ჩაება და პირველი ეტაპი ორივე ფრონტზე წარმატებით დაძლია.

ნიკამ ერთეულთა ტურნირის 1/16 ფინალში იტალიელ ტომას ფაბიანოს 2 სეტში იოლად მოუგო და დღეს მისი მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩი იქნება, რომელსაც ქართველი ურთიერთშეხვედრებში 2:0 უგებს, თანაც ორივე მატჩი გასულ წელს ჩატარდა.

ბასილაშვილისა და ჩორიჩის დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, ბასილაშვილი იქ ავსტრიელ ანდრეას ჰაიდერ-მაურერთან ერთად ასპარეზობს.

მათ პირველ წრეში მეკტიჩისა და პეიას საკმაოდ ძლიერ დუეტს 3 სეტიან დრამატულ მატჩში აჯობეს, ხოლო დღეს კიდევ ერთ მაღალი დონის დუეტს შეხვდებიან - ფელისიანო ლოპესისა და რაიეევ რამის შემადგენლობით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები