Aa
Aa

"მილანი" ბენზემას სანაცვლოდ 50 მილიონის გადახდას გეგმავს

კარიმ ბენზემას მადრიდული კარიერა დასასრულს უახლოვდება.

ფრანგი ფორვარდი ზიდანის გარდა, პრაქტიკულად ყველამ ჩამოწერა და სეზონის ბოლოს მისი "რეალიდან" წასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

იტალიური პრესის ცნობით, ბენზემას გადაბირებით "მილანი" ინტერესდება და მადრიდელთათვის შეთავაზებასაც ამზადებს.

"როსონერი" მზადაა, რომ 30 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო დათმოს.

ბენზემას მსურველები სავარაუდოდ ინგლისის პრემიერლიგიდანაც ეყოლება და "მილანს" მისი ხელში ადვილად ჩაგდება არ გამოუვა.

იტალიური გრანდი ფრანგ ფეხბურთელს 5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს და როგორც პრესა წერს, ამ ტრანსფერის განხორციელების შანსი არც თუ ისე მცირეა.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა "რეალის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 385 შეხვედრაში 186 გოლი და 106 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები