ცვლილებები
Aa
Aa

ცვლილებები "ატლეტიკოში" - სიმეონემ 3 ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა

ესპანური პრესის ცნობით, დიეგო სიმეონე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდში ცვლილებებს გეგმავს.

"ელ ჩოლოს" გეგმებში 3 ფეხბურთელი აღარ შედის - იანიკ ფერეირა კარასკო, ნიკოლას გაიტანი და ლუსიანო ვიეტო.

სიმეონემ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ამის შესახებ "ატლეტიკომ" ინგლისის პრემიერლიგის გუნდებს აცნობა.

"როხიბლანკომ" ერთი შემოთავაზება უკვე მიიღო, თუმცა არა ინგლისიდან. მიუნხენის "ბაიერნს" კარასკოს დამატება სურს და ამის გაკეთებას იანვარში გეგმავს.

ბელგიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

24 წლის კარასკომ წლევანდელ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.

შეგახსენებთ, რომ იანვრიდან "ატლეტიკოს" დიეგო კოშტა და ვიტოლო შეუერთდებიან, რომლებიც კლუბმა ზაფხულში შეიძინა, თუმცა FIFA-ს სატრანსფერო ბანის გამო, მათი გამოყენება პირველ წრეში ვერ შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები