ერნანეში: „ინტერი“ სწორ გზაზე დგას
Aa
Aa

ერნანეში: „ინტერი“ სწორ გზაზე დგას

მილანისინტერისშემტევი ნახევარმცველი ერნანეში მიიჩნევს, რომ მისი გუნდი სწორ გზაზე დგას. „ნერიაძურიმმოსამზადებელ ეტაპზე ყველა ამხანაგური მატჩი წააგო, თუმცა ბრაზილიელი მოთამაშის განცხადებით, რობერტო მანჩინი კარგად მუშაობს.

„ვხედავ თუ როგორ იზრდება გუნდი. ეს ჩვენი სეზონი იქნება. მოსამზადებელ ეტაპზე წაგებები ცუდია, მაგრამ ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ შედეგები. ჩვენ არ ვეჯიბრებით სხვა გუნდებს, მხოლოდ საკუთარი თამაშის დახვეწაზე ვფიქრობთ. ჩემი სურვილიინტერშიდარჩენა და ამ კლუბისთვის მაქსიმუმის გაკეთებაა. მირანდას ტრანსფერი? მასთან ერთად 2007-10 წლებში სანპაოლოშივთამაშობდი. ჩვენი ოთახები ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობდა. ერთად ვიმარჯვებდით და იმედია ამას კვლავ გავაკეთებთ“ – განაცხადა ერნანეშმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები