კაპელო:
Aa
Aa

კაპელო: "ბონუჩიმ თავდაცვა არ იცის"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ, ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ლეონარდო ბონუჩის შესახებ ისაუბრა.

კაპელოს განცხადებით, ბონუჩის თავდაცვის კუთხით საუკეთესო მცველი სულაც არაა.

„ის საუკეთესო იტალიელი მცველია, თუმცა მხოლოდ მაშინ როცა ბურთს ფლობს. საკმაოდ ტექნიკურია და მოედანს კარგად ხედავს.

მინუსი ისაა, რომ ბონუჩიმ თავდაცვა არ იცის და ეს რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა.

„იუვენტუსის“ სათამაშო სტილი მას ეხმარებოდა, რადგან 3 ცენტრალურ მცველში შუაში თამაშობდა და ძირითად საქმეს მისი პარტნიორები აკეთებდნენ, ის კი დამზღვევის ფუნქციას ასრულებდა“.

ლეონარდო ბონუჩის „მილანში“ გადასვლის შემდეგ უამრავი კრიტიკოსი ჰყავს და ბევრი მას გადაფასებულ მცველსაც უწოდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები