მბაპე:
Aa
Aa

მბაპე: "რონალდუ ჩემი კუმირი იყო...თუმცა ახლა ასე აღარ არის"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ 19 წლის ტალანტი კილიან მბაპე აღნიშნავს, რომ კრიშტიანუ რონალდუ მისი კუმირი აღარაა და ასე მხოლოდ ბავშვობაში იყო.

„როცა ბავშვი ვიყავი, რონალდუ ჩემი კუმირი იყო და მასთან ფოტოს გადაღებამ უდიდესი ბედნიერება მომანიჭა, თუმცა ახლა ასე აღარ არის.

„ჩემპიონთა ლიგაზე“ მის წინააღმდეგ თამაში მომიწევს და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მადრიდში გამარჯვებისთვის ჩავდივართ.

ფეხბურთელი, რომელმაც 5 „ოქროს ბურთი“ მოიგო, ნებისმიერისთვის სამაგალითოა. ის დიდი ფეხბურთელია, მაგრამ დიდი მოთამაშეები ჩემს გუნდში ნეიმარისა და კავანის სახითაც მყავს“.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ და „პსჟ“ 14 თებერვალს მადრიდში ითამაშებენ, ხოლო 6 მარტს უკვე პარიზში შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები