ბასილაშვილის სეზონს დოჰაში სავარაუდოდ 1 იანვარს გახსნის
Aa
Aa

ბასილაშვილის სეზონს დოჰაში სავარაუდოდ 1 იანვარს გახსნის

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2018 წლის სეზონს დოჰაში, სავარაუდოდ, 1 იანვარს გახსნის

სწორედ ამ დღეს იწყება დოჰას პრესტიჟული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 1 286 675 დოლარს შეადგენს.

ქართველი ჩოგბურთელი პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული, თუმცა მისი პირველი მეტოქე ცნობილი არაა.

ცნობილია, ისიც, რომ ბასილაშვილი დოჰადან ავსტრალიაში გადაინაცვლებს და 7-13 იანვარს სიდნეის ტურნირში ჩაებმება, ხოლო უკვე 15-28 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ნიკას აქტივში 826 ქულაა, რითაც მსოფლიო რეიტინგში 59-ე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები