მოურინიო დიბალას შეძენას ითხოვს -
Aa
Aa

მოურინიო დიბალას შეძენას ითხოვს - "მანჩესტერმა" თანხა დაასახელა

Daily Star-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" პაულო დიბალას შეძენას შეეცდება.

"წითელი ეშმაკები" მზად არიან, რომ არგენტინელ ფეხბურთელში 60 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

როგორც ჩანს, მოურინიოს გრიზმანის გადმობირების იმედი აღარ აქვს და ამჟამად მისი ნომერ პირველი სამიზნე სწორედ დიბალაა.

პორტუგალიელ სპეციალისტს გუნდში ახალი 10 ნომრის მიყვანა სურს. "განსაკუთრებული" მხითარიანისა და მატას თამაშით კმაყოფილი არ არის და სეზონის ბოლოს ორივე მათგანთან განშორებას გეგმავს.

რაც შეეხება დიბალას, არგენტინელი ფეხბურთელის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და თუ, წელს "იუვენტუსი" გამარჯვებას ვერ შეძლებს, მისი გუნდიდან წასვლის შანსი საკმაოდ დიდი იქნება.

ყველაფრის მიუხედავად, "იუვენტუსი" დიბალას ასე მარტივად არ დათმობს, თან 60 მილიონ ფუნტად? ღიმილისმომგვრელია...

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს "იუვენტუსმა" "მანჩესტერს" პოგბა 100 მილიონად მიჰყიდა და სავარაუდოდ, დიბალას ხსენებულ თანხაზე ნაკლებად არ დათმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები