Aa
Aa

"ეს მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალივითაა" - დღეს მილანური დერბია

დღეს, იტალიის თასის 1/4 ფინალური მატჩია, რომელშიც "მილანი" ნომინალური მასპინძლის სტატუსით "ინტერს" მიიღებს.

"როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ, ეს თამაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს შეადარა.

"ვიტყოდი, რომ ეს თამაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალივითაა. წარმატებამ, შესაძლოა, ჩვენი მენტალური მდგომარეობა რადიკალურად შეცვალოს.

დერბიში თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გაიღოს, სხვა შემთხვევაში გამარჯვებას ვერ მიაღწევ.

საჭიროა ხასიათი, ვნება და ბოლომდე ბრძოლა. ჩვენ საკუთარი გულშემატკივრებისთვის უნდა ვითამაშოთ და ისინი მოგებით გავახაროთ.

ბიჭები ამ მატჩისათვის შესაბამისად ემზადებოდნენ".

"მილანისა" და "ინტერის" შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები