ალეიშ ვიდალის ვარიანტები -
Aa
Aa

ალეიშ ვიდალის ვარიანტები - "ატლეტიკო" და "სევილია"

ესპანური პრესის ცნობით, „ბარსელონას“ ნახევარმცველ ალეიშ ვიდალის შეძენა მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „სევილიას“ სურთ.

ანდალუსიურ კლუბს ვიდალის „რამონ სანჩეს პისხუანზე“ დაბრუნება უნდათ და საამისოდ მოლაპარაკებების დაწყებას იანვარში აპირებენ.

რაც შეეხებათ „ათლეტებს“, მათ თავკაც დიეგო სიმეონეს ვიდალის უნივერსალური თვისებები მოსწონს და მას სხვადასხვა პოზიცაზე მოიაზრებს.

ალეიშ ვიდალმა გასული სეზონის ბოლოს სერიოზული ტრავმა მიიღო და დიდი ხანი გაუცდა.

მას მიმდინარე სეზონში ჯამურად მოედანზე 588 წუთი აქვს გატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები