მიხეილ ნარიაშვილი 2017 წლის მსოფლიო ნაკრებში მოხვდა
Aa
Aa

მიხეილ ნარიაშვილი 2017 წლის მსოფლიო ნაკრებში მოხვდა

სარაგბო გამოცემა rugger.info-მ, გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, 2017 წლის მსოფლიო ნაკრები დაასახელა.

სიმბოლურ გუნდში ქართველი მორაგბე მიხეილ ნარიაშვილი მოხვდა, რომელმაც თავის პოზიციაზე ხმების უდიდესი ნაწილი მიიღო.

ნარიაშვილმა გულშემატკივართა ხმების 61.7% მიიღო და კონკურენტები დიდი სხვაობით ჩამოიტოვა.

27 წლის „ბორჯღალოსანი“ ფრანგული „მონპელიეს“ რიგებში თამაშობს. მის ანგარიშზე 47 სანაკრებო კეპია.

ცხელი ამბები