ფელაინი
Aa
Aa

ფელაინი "მანჩესტერს" ტოვებს

ბრიტანული Daily Express-ის ინფორმაციით, მარუან ფელაინი „მანჩესტერ იუნაიტედის“ დასატოვებლად ემზადება.

30 წლის ტანმაღალი შუახაზელი „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლა იანვარში უნდა.

თუკი გარიგება ზამთარში არ შედგება, ფელაინის მანჩესტერულ გრანდში დარჩენა სეზონის ბოლომდე მოუწევს, შემდეგ კი თავისუფალი აგენტი გახდება.

ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, რომ 30 წლის ფელაინის შეთავაზებები ჩინური კლუბებიდან აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები