დე ვრაი მტკიცე უარზეა -
Aa
Aa

დე ვრაი მტკიცე უარზეა - "ბარსელონა" ან "ინტერი"...

რომის „ლაციოს“ ჰოლანდიელ ცენტრალურ მცველ შტეფან დე ვრაის კლუბიდან წასვლა უნდა.

25 წლის მცველს, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს, „ლაციალესთან“ ამჟამინდელი ხელშეკრულება 6 თვეში ეწურება.

დე ვრაის მიმართ ინტერესს ყველაზე უფრო კატალონიის „ბარსელონა“ და მილანის „ინტერი“ იჩენენ.

ამრიგად, თავისი ერთ-ერთი ლიდერი ზამთარში გაშვება „ლაციოს“ ინტერესებშიც უნდა იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მასში ერთ ცენტსაც ვერ მიიღებს.

შტეფან დე ვრაი „არწივების“ რიგებში 2014 წლიდან თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები