Aa
Aa

"იუვენტუსი" - "ტორინო" კომენტატორის გარეშე - იტალიაში გაფიცვაა

იტალიის თასის ¼ ფინალში ერთმანეტს ტურინული გუნდები „იუვენტუსი“ და „ტორინო“ დაუპირისპირდებიან, მატჩი კი ეთერში კომენტატორების გარეშე გავა.

საქმე იმაშია, რომ შეხვედრაზე ტრანსლირების უფლებების მქონე ტელევიზია Rai Sport-ის ჟურნალისტები გაიფიცნენ.

ამის მიზეზი მსოფლიოს ჩემპიონატი გახლავთ, რომლის გაშუქების უფლება Mediaset-მა მიიღო, რაც Rai-სთვის აღმაშფოთებელი იყო.

2018 წლის მუნდიალი ისტორიაში პირველი იქნება, რომელსაც Rai Sport-ი არ გადასცემს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზია გაფიცვას მთელი შემადგენლობით გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასევე არ გაშუქდება მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია და ფეხბურთელთა კომენტარები. გაფიცულ ჟურნალისტთა რაოდენობა 120-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ტორინოს“ მატჩი 3 იანვარს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები