რეგისტრაცია
რაფაელი „ლიონში“ გადავიდა

მანჩესტერ იუნაიტედისაწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი რაფაელ და სილვა კარიერასლიონშიგააგრძელებს. აღნიშნული გარიგება ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.

25 წლის მარჯვენა მცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან 2019 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. არაოფიციალური ცნობის თანახმად, რაფაელის სანაცვლოდ მანჩესტერელებმა 2.1 მილიონი ფუნტი მიიღეს.

ბრაზილიელი მოთამაშეიუნაიტედისღირსებას 2008 წლიდან იცავდა და ამ დროის განმალობაში ჩატარებულ 169 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა. მან ინგლისური კლუბის რიგებში სამ-სამჯერპრემიერლიგა“ და ინგლისის სუპერთასი, ხოლო თითოჯერ ინგლისის ლიგის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.


მოიწონე სტატია
გაუზიარე სტატია მეგობარს

კომენტარები
დამალვა

პრემიერლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
სერია-ა
ლიგა 1