Aa
Aa

"მანჩესტერი" ჯასტინ კლუივერტის შეძენას გეგმავს

Daily Mail-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნატედმა“ მომავალი სატრანსფერო სამიზნე უკვე შეარჩია.

წყაროს მტკიცებით, „წითელ ეშმაკებს“ ამსტერდამის „აიაქსის“ 18 წლის ამომავალი ვარსკვლავის ჯასტინ კლუივერტის შეძენა სურთ.

ლეგენდარული პატრიკ კლუივერტის ვაჟი ჩინებულ სეზონს ატარებს და გრანდების ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა.

ჯასტინით თავად ჟოზე მოურინიო ინტერესდება, თუმცა „მანკუნიანელების“ დაინტერესება მაინც უცნაურია, რადგან კლუივერტი ამპლუით მარცხენა გარემარბია და ამ პოზიციაზე „იუნაიტედს“ მარსიალი-რაშფორდის წყვილი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ კლუივერტი „აიაქსის“ სკოლის აღზრდილია და მას ძირითად გუნდში დებიუტი 2016 წელს ჰქონდა. 18 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 40 მატჩში 8 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები