ნეიმარი კლასიკოს გამოეხმაურა:
Aa
Aa

ნეიმარი კლასიკოს გამოეხმაურა: "რეალმა ლა ლიგა უკვე წააგო"..."ჩვენი ამოცანა გართულდა"

"პსჟ"-ს ბრაზილიელი ლიდერი ნეიმარი, მადრიდში გამართულ "ელ კლასიკოს" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაფიქსირებულმა შედეგმა ის ბევრ რამეზე დააფიქრა.

"სიმართლე გითხრათ კლასიკოსთვის არ მიყურებია, მაგრამ როცა ანგარიში ვნახე ბევრ რამეზე დავფიქრდი. ვთვლი, რომ "რეალმა" ლა ლიგა უკვე წააგო. მიუხედავად იმისა, რომ წინ ჯერ კიდევ 21 ტურია, ძნელად წარმოსადგენია, მადრიდელებმა ყველა მატჩი მოიგონ და "ბარსას" დიდი ჩავარდნა დაეწყოს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ერთ დასკვნამდე მივდივართ - "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვება და ამიტომ "პსჟ"-ს პრობლემებმა მოიმატეს. ჩვენი ამოცანა გართულდა. მიუხედავად ამისა, მთელი გუნდი დიდი მონდომებით ვემზადებით 1/8 ფინალისთვის. ეს ჩემპიონთა ლიგის ნაადრევი ფინალი იქნება".

შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "პსჟ"-ს დაპირისპირება 14 თებერვალს მადრიდში, ხოლო განმეორებითი 6 მარტს პარიზში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები