Aa
Aa

"ვალენსიას" მწვრთნელი ავტომობილით ტახს შეეჯახა და საავადმყოფოში მოხვდა

"ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი მარსელინიო გარსია ტორალი "ვილიარეალთან" (0-1) მატჩის შემდეგ, საშობაო შესვენებაზე სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც გზაზე მანქანით მიმავალი მოულოდნელად ტახს შეეჯახა.

მარსელინიო ადგილიდან საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ბოლო ინფორმაციით "ღამურების" თავკაცი უკვე სახლში იმყოფება და მის ჯანმრთელობა საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ "ვალენსია" ლა ლიგაში 17 ტურის შემდეგ, 31 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები