ვან გაალის რჩევა ბლინდს:
Aa
Aa

ვან გაალის რჩევა ბლინდს: "ის ესპანურ ფეხბუთს კარგად მოერგება"

"ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა თავის ყოფილ შეგირდზე დეილი ბლინდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის კატალონიელებს იდეალურად მოერგება.

"ბლინდისთვის "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენას აჯობებს, რომ "ბარსელონაში" გადავიდეს. დეილი ხშირად "მანჩესტერის" სათადარიგოთა სკამზეც კი ვერ ხვდება. ის ნიჭიერი მოთამაშეა და ბევრ პოზიციაზე შეუძლია ითამაშოს. მის ასეთ უნარს კატალონიელები აუცილებლად გამოიყენებენ. ვთვლი, რომ ის ესპანურ ფეხბუთს კარგად მოერგება".

შეგახსენებთ, რომ დეილი ბლინდს "იუნაიტედთან" კონტრაქტის ვადა სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და "წითელი ეშმაკები" მის გაყიდვას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავენ.

როგორც ცნობილია, "ბარსა" ზამთარში ტრანსფერების მხრივ აქტიურობას გეგმავს. მათ გეგმებში 2-3 მოთამაშის დამატება შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები