გორგოძემ შესაძლოა მთელი სეზონი გამოტოვოს
Aa
Aa

გორგოძემ შესაძლოა მთელი სეზონი გამოტოვოს

საქართველოს ნაკრბეის ყოფილმა კაპიტანმა მამუკა გორგოძემ სეზონი ნაადრევად დაასრულა.

L’Equipe-ის ინფორმაციით, 33 წლის ქართველმა მორაგბემ "ტულონის" ერთ-ერთ ვარჯიშზე დაზიანება მიიღო და მას რამდენიმე კვირით უქმობა მოუწევს.

შესაძლოა ტრავმა გაცილებით რთული აღმოჩნდეს და გორგოძემ 6 თვე გამოტოვოს. ასეთ შემთხვევაში, მას მთელი სეზონის გაცდენა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ "ტულონის" მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით გორგოძეს უკვე თვეზე მეტია არ უთამაშია. ამჯერად კი მას, უქმობა ტრავმის გამო მოუწევს.

ცხელი ამბები